ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 77 ადამიანს ჩაუტარდა, შვიდ მათგანს კი, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 21 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი საშუალო სიმძიმის და ერთი მძიმე პაციენტია.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევაა დაფიქსირებული. 69 გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.