ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21:27, 05.08.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს, დღეს კორონავირუსზე კვლევა 105 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 109-ს შეადგენს. მათგან 36 გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. 37 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. დანარჩენი ინფიცირებულები სახლებში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობენ.

მსგავსი