ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 493 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 112 ადამიანს დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 155 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 204 შემთხვევაა დაფიქსირებული, 4 138 გამოჯანმრთელდა, 84 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი