ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 560 ადამიანს, მათგან 101 ადამიანს ინფექცია დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში აქამდე არსებულ ხუთ კოვიდცენტრში კიდევ ერთი კოვიდცენტრი დაემატა, ტყვარჩელში. საერთო ჯამში ექვს კოვიდცენტრში 281 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათში სოხუმის, ტყვარჩელის და გალის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 77 წლის კოვიდდადასტურებული მამაკაცი გარდაიცვალა, ტყვარჩელის საავადმყოფოში 1968 წელს დაბადებული ქალი, გალის საავადმყოფოში კი 1924 წელს დაბადებული მამაკაცი.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფექციით 105 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 6508.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8236 შემთხვევაა დაფიქსირებული.