ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ ხუთს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 202 ადამიანია ინფიცირებული, 78 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.