ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 438 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 98 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 223 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 815 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 5 004, გარდაიცვალა 92 პაციენტი.

დატოვე კომენტარი