ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 285 ადამიანს, საიდანაც „კოვიდ-19“ 93-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 127 პაციენტი მკურნალობს და 19 მათნის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2 672 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 175 ადამიანი, გარდაიცვალა 27.