ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 246 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 875 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 154 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 8 701 ადამიანი.