ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 502 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 77 შემთხვევაში დადასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 104 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 60 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

საავადმყოფოში 3 ნოემბერს კოვიდინფიცირებული, 1940 წელს დაბადებული პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა 45 გახდა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 4 426-სს შეადგენს, 2 430 ადამიანი გამოჯანმრთელდა.