ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 317 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 75 ადამიანს დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 133 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამათან, ბოლო დღე-ღამეში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 73 და 82 წლის კოვიდდადასტურებული პაციენტები გარდაიცვალნენ.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 174 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 64 ადამიანი გარდაიცვალა, 3 483 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.