ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 167 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 65 პირს.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 130 ადამიანი მკურნალობს. 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 590 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 590 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.