ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 323 ადამიანს ჩაუტარდა, 63 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 96 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 065 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 220 და გამოჯანმრთელდა 13 350 ინფიცირებული პაციენტი.