ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 198 ადამიანს, მათგან 59-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.