ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 187 ადამიანს, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 43 პირს.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 73 ადამიანი მკურნალობს. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 825 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 236, გარდაიცვალა შვიდი ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი