ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 41-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 148 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1943 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 065-ს შეადგენს, აქედან 3 466 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.