ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19:31, 05.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 189 ადამიანს  ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 36 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 502 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მსგავსი