ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 220 ადამიანს, 23 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 510 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 214 და გამოჯანმრთელდა 12 992 კოვიდინფიცირებული პაციენტი.