ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 544 ადამიანს, მათგან 176-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 264 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 784 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 152 კოვიდინფიცირებული პაციენტი. გამოჯანმრთელდა 8513 ადამიანი.