ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

19:04, 31.08.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 94 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ 15 მათგანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 27 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 330 შემთხვევაა დაფიქსირებული, 120 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მსგავსი