ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 445 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 134.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 123 ადამიანი მკურნალობს, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 21 ოქტომბერს 61 წლის კოვიდინფიცირებული ქალბატონი გარდაიცვალა. სულ კოვიდდადასტურებული 33 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 289. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 306 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი