ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ​403 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, 133 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 119 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 3 036 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 267 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, 19 და 20 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული სამი მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რიცხვი სულ 31-ს შეადგენს.