ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

20:25, 28.08.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. შედეგად 13 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამასთან, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მსგავსი