ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 121 ადამიანს, მათგან 12-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 55 პაციენტი, 14 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გაგრის რაიონულ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 209 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 219 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 650 პაციენტი.