ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 458 ადამიანს, აქედან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 106 პირს.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 118 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 2 071, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

დატოვე კომენტარი