ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო 24 საათში ტესტი 39 ადამიანს გაუკეთეს.

მათვე ინფორმაციით, ინფიცირებული არიან რუსული სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში და კარანტინში იმყოფებოდნენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება, რომლებიც გუდაუთის საავადმყოფოში არიან, დამაკმაყოფილებელია.