ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსის 84 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი პირი კი, გარდაიცვალა.

მედია წერს, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს, მათ შორის, ე.წ. პრემიერ-მინისტრს. ტესტების პასუხები 3 აგვისტოს გახდება ცნობილი.