ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 421 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 98 პაციენტს.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 236 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 63 წლის მამაკაცი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 101 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5655.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 602-ს შეადგენს.