ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22:57, 16.12.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 421 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 95 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში „კოვიდ-19-“ით ინფიცირებული 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სულ პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 504 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 100 კოვიდინფიცირებული ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5 545 პაციენტი.

მსგავსი