ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 288 ადამიანს და მათგან 95-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 112 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, 811 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.