ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ინფიცირებული პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ინფიცირებული პაციენტი კი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 367 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 93 ადამიანს.

სულ ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 234 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული – 1946 და 1952 წლებში დაბადებული მამაკაცები.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გარდაიცვალა 97 კოვიდინფიცირებული ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5 187 პაციენტი. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 136-ს შეადგენს.