ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 355 ადამიანს ჩაუტარდა.

ხუთ კოვიდცენტრში 110 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 408 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 479 ინფიცირებული.