ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23:01, 12.10.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 285 ადამიანს და 86 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 173 ადამიანი მკურნალობს, მათგან 158 კოვიდდადასტურებული პაციენტია, 28 ინფიცირებულის მდგომარეობა კი, მძიმეა.

ასევე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, 11 ოქტომბერს, ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 343 შემთხვევაა გამოვლენილი, 854 გამოჯანმრთელდა, 23 კი, გარდაიცვალა.

მსგავსი