ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის რვა პაციენტი გარდაიცვალა.