ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 256 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 65-ს დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ სამ კოვიდცენტრში 140 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, 1965 წელს დაბადებული ქალი და 1941 წელს დაბადებული მამაკაცი.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 608 ადამიანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 278 შემთხვევაა დაფიქსირებული.