ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 478 ადამიანს, მათგან 62 ინფექცია დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი გარდაიცვალა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი, რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში 1958 წელს დაბადებული ქალბატონი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 159 ადამიანი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 11 158 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 947 ადამიანი.