ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 197 ადამიანს, კორონავირუსი კი, 62 პირს დაუდასტურდა.

ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 106-ს შეადგენს. მათგან რვა გარდაიცვალა.