ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

19:32, 20.09.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 225 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“  61 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, 255 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი