ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა

22:14, 29.01.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 484 პირს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“  58 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ 6 კოვიდცენტრში 282 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ვირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 11 469 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის  9 782 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი