ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 519 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 56 ადამიანს. ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 259 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1937 წელს დაბადებული მამაკაცი. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 168 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11411 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9782 პაციენტი.