ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 543 ადამიანს, მათგან 54-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 248 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ორი კოვიდინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი – სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი კოვიდინფიცირებული კი – რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 355 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 167 პაციენტი გარდაიცვალა, 9 467 კი, გამოჯანმრთელდა.