ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 270 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 53 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 116 ინფიცირებული პაციენტი, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციის 14 461 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 517 ინფიცირებული პაციენტი.