ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

19:19, 15.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 172 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 52 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  726 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა

მსგავსი