ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 411 ადამიანს, მათგან 51-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის 6 კოვიდცენტრში 181 ინფიცირებული მკურნალობს, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსის 11 869 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 184, გამოჯანმრთელდა 10 867 პაციენტი.