ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 259 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 48 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 107 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 918 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 224 და გამოჯანმრთელდა 13 868 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი