ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩაუტარდა, 39 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 135 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 145 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 193 კოვიდინფიცირებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 11 775 ადამიანი.