ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 92 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 სექტემბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 62 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში 23 სექტემბერს მოათავსეს, მანამდე კი სახლის პირობებში მკურნალობდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 493 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.