ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 231 ადამიანს, მათგან 33 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 113 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 494 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 517 ინფიცირებული პაციენტი.