ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 26-ს დაუდასტურდა.

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 182 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.