ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 193 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 26 პირს.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 94 ინფიცირებული პაციენტი, 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 274 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 528 ინფიცირებული პაციენტი.