ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 175 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 23 ადამიანს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 52 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 203 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 931 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 390 პაციენტი.